რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა თემატური მოკვლევის ჯგუფის ზეპირი მოსმენა გამართა, რომელიც ადამიანების სათანადო საცხოვრისით უზრუნველყოფის მდგომარეობის შესწავლის მიზნითაა შექმნილი.
კომიტეტის თავმჯდომარის ზაზა გაბუნიას თქმით, კომიტეტი იწყებს მუშაობას იმისთვის, რომ ჩამოაყალიბონ ეფექტიანი პოლიტიკის დოკუმენტი, საშაულო და გრძელვადიან პერსპექტივაში პრობლემის მოსაგვარებლად. თემატური მოკვლევის ჯგუფის პირობებში მოხდება საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინება. პროცესში მონაწილეობას იღებენ როგორც პარლამენტის, ისე მთავრობის წარმომადგენლები.
გაბუნიას განმარტებით, სავარაუდოდ წლის ბოლომდე სახელმწიფოს უკვე ექნება უსახლკარობის წინააღმდეგ ბრძოლის პოლიტიკის გამოსადეგი დოკუმენტი.