“მთავარ არხად” წოდებული გვარამია-გაბუნიას წყვილის ტელევიზია თავს უფლებას აძლევს, კორონავირუსის გავრცელების საფრთხის ფონზე დაამახინჯოს სინამდვილე და მოსახლეობაში პანიკის დათესვას შეეცადოს.
ამ მიზეზით არხს ბოიკოტი გამოუცხადა ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ქ-მა მარინა ეზუგბაიამ. “მთავარი არცის” გამო სხვა ჟურნალისტებიც “დაიჩაგრნენ”, ვინაიდან გვარამია-გაბუნიას დაქირავებულმა მუშაკებმა დირექტორის მოთხოვნა არ დააკმაყოფილეს და არ განერიდნენ საავადმყოფოს სივრცეს.
“მთავარ არხზე” გასული შეკვეთილი სიუჟეტის დროს გავრცელებული ცილისწამებლური ინფორმაციის გავრცელების გამო მთავარ არხს” ბოიკოტს ვუცხადებ. თუ თქვენ და თქვენი ოპერატორი ბრიფინგის სივრცეს არ დატოვებს განცხადებებს არ გავაკეთებ,”-განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.