საქართველოში ლაბორატორიულად კორონავირუსისი მესამე შემთხვევა გამოვლინდა, ამის შესახებ რამდენიმე წუთის წინ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა განაცხადა.
ამირან გამყრელიძის თქმით, დაავადებულ პირს ჰქონდა კონტაქტი პირთან, რომელსაც კორონავირუსი საქართველოში პირველად დაუდგინდა. ორივე მათგანს ირანში მოგზაურობის ისტორია აქვს.
“მესამე შემთხვევა ლაბორატორიულად დღეს დილით დადასტურდა. გუშინ ჩატარდა მისი კვლევები, გვიან ღამით დამთავრდა ეს კვლევები, შემდეგ კიდევ იქნა გადამოწმებული. არის საქართველოს მოქალაქე, რომელსაც აქვს ირანში მოგზაურობის ისტორია და მას აქვს კონტაქტი პირველ დადასტურებულ შემთხვევასთან. ანუ ისინი ერთად იყვნენ ირანში, შემდგომ წამოვიდა ირანიდან სახმელეთო გზით, გადაკვეთა აზერბაიჯანის საზღვარი, აზერბაიჯანში იყო რამდენიმე დღე. გუშინ შემოვიდა საქართველოში, საზღვარზე დაუფიქსირდა ტემპერატურა, გადაყვანილი იქნა საგანგებო დახმარების სამსახურის მიერ ინფექციურ კლინიკაში, აღებული იქნა ნიმუში და როგორც გითხარით, დადასტურდა კორონავირუსული ინფექციის არსებობა,”- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.