კორონავირუსით რომის პაპიც დაავადდა? საქართველო იტალიასთან მაინც არ წყვეტს ფრენებს

მასმედიაში ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს რომის პაპი, ფრანცისკი და ორი მისი თანაშემწე, კორონავირუსით დაავადდნენ. სოციალურ ქსელებში მკითხველთა ნაწილი გამოთქვამს ეჭვს რომ ეს ინფორმაცია სინამდვილეს შეეფერება, მაგრამ ასეა თუ ისე, პაპი უკვე მესამე დღეა, “გაციების” მომიზეზებით, არ გამოდის საზოგადოებაში და არც ღვთისმსახურებას ატარებს.

პაპმა ბოლოს კორონავირუსით დაავადებულებს, ასევე ექიმებს, სულიერი მხარდაჭერა გამოუცხადა და მადლობა გადაუხადა.

იტალიაში კი მთლიანად, საგანგაშო ვითარებაა. მასმედია იუწყება, რომ ჩინური ვირუსით დაავადებულთა რაოდენობამ ათას ადამიანს გადააჭარბა.

საქართველო “ევროასოციაციის” შიშით ვერ ბედავს, რომ შეზღუდოს მიმოსვლა იტალიასთან და საკუთარი მოქალაქეები ოფიციალურად გააფრთხილოს, მოერიდონ ამ ქვეყანაში ვიზიტს.