რომის პაპი ფრანცისკე მეორე დღეა ოფიციალურ აუდიენციებში არ მონაწილეობს. ამ ინფორმაციას abcNews აქვეყნებს.
გამოცემის ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ სანტა მარტას სამლოცველოში პაპი მესას გაუძღვა, ყველა ჩანიშნული შეხვედრა გააუქმა.
მათი თქმით, შეხვედრების გაუქმების მიზეზი პაპის გაციება და სურდო გახდა. ოფიციალურ ვატიკანს ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია.