საქართველოში ეკლესიის წინააღმდეგ სატანისტური შეტევა დიდი მასშტაბით გრძელდება. გარდა იმისა, რომ ზოგიერთი სულგაყიდული მამაო-მეუფე ბედავს, შეურაცხჰყოს პატრიარქი, ახლა, დიდმარხვის დასაწყისში, ასეთების უკან მდგომმა სოროსისტებმა შემოაგდეს თემა, თითქოს ზიარების წესი უნდა შეიცვალოს, საზიარებლად ერთჯერადი პლასტმასის კოვზები უნდა მიიტანოს მრევლმა.
წინააღმდეგ შემთხვევაში, ლიბერასტი დეზინფორმატორების მიხედვით, კორონავირუსი მთელ ერს მოედება. “სამაგალითოდ” მათ დასახეს რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესია, რომელმაც თითქოს ზიარებაზე ერთჯერადი კოვზების დარიგება განიზრახა და რიგი ცვლილებები შეიტანა საუკუნეების წინ დადგენილ წმიდა რიტუალში.
ეს იმთავითვე იყო ცრუ ინფორმაცია და გაკეთდა იმისათვის, რათა ქართველების დიდ უმეტესობაში, რომელიც თავს მორწმუნედ მიიჩნევს (თუმცა მათგან შედარებით მცირე ნაწილი ეზიარება), შიში და რწმენის შერყევა გამოეწვიათ – ზიარება მათ გამოჰყავთ სულელი, ბნელი ადამიანების რიტუალად, რომლებიც ჰიგიენის წესებს უარყოფენ. არადა, თუნდაც ყველაზე ურწმუნო სუბიექტს, თუკი მან წერა-კითხვა იცის, შეუძლია, მოიძიოს და გააცნობიეროს, თუ რას ნიშნავს ზიარება ეკლესიისა და მრევლისათვის, რომ ეს არის ეკლესიის შვიდ სადუმლოთაგან ერთ-ერთი საიდუმლო, რომელიც ადამიანის სულის ხსნას ემსახურება.
ადამიანები რწმენით, მარხვით, სინანულით (აღსარებით), რომელსაც მოჰყვება ზიარება, სძლევენ თავიანთ ცოდვებს, ყველაზე საშინელ ცოდვებსაც კი. ამ ფონზე ერთჯერადი კოვზების თემის წამოწევა, სულ მცირე, იდიოტიზმია. “არაჰიგიენური” ქმედება წარმოადგენს – საერთო ვერცხლის კოვზით, საერთო ვერცხლის თასიდან, წმინდა ღვინის ყლუპისა და პურის პატარა ნაგლეჯის მიღებას. ქართველებს ასეთი სიტყვაც გვაქვს – “საზიარო”, რაც “საერთოს” ნიშნავს და სიტყვა ზიარებიდან, გაზიარებიდან მოდის. თუკი ეს საეკლესიო საიდუმლო თვით ცოდვებს და ადამიანურ მანკიერებებს აბათილებს და ადამიანს განაახლებს სულიერად, როგორ უნდა იფიქროს მორწმუნემ, რომ ეს მისი დაავადების საშუალებად იქცევა? და ასეც რომ იყოს, განა ნამდვილი მორწმუნე უკან დაიხევს ფიზიკური დაავადებისგან სულიერი ხსნის სანაცვლოდ? მაგრამ გათვლა სწორედ ნაკლებ მორწმუნეებზეა.
თუმცა არც ფიზიკურად ემუქრება ვინმეს რამე, ზიარების გამო. რეალურად, საუკუნეების მანძილზე, არაერთი ეპიდემიის მიუხედავად, ზიარება არც ერთხელ გამხდარა რაიმე ეპიდემიის მიზეზი ან ხელშემწყობი. ეს მკაფიოდ აღნიშნა კიდეც თბილისის სამების საკათედრო ტაძრის არქიმანდრიტმა, მამა იოვანე მჭედლიშვილმა:
„რუმინეთის ეკლესიაზე იყო საუბარი და ეს ინფორმაცია არ დადასტურდა. გადავამოწმეთ და აღმოჩნდა, რომ აბსოლუტურად სხვა შინაარსის იყო რუმინეთის მღვდელმთავრის მოწოდება. დაახლოებით ნახევარი მილიარდი მართლმადიდებელი ქრისტიანი ცხოვრობს სხვადასხვა ქვეყანაში და მსგავსი რამ არსად უთქვამთ, ჩვენ რატომ უნდა გავაკეთოთ. მით უმეტეს, რომ ამ 2000 წლის განმავლობაში უამრავი ეპიდემია მომხდარა, მაგრამ არაფერი შეუცვლია ეკლესიას. ზიარება არის საკურნებელი სულისა და ხორცისა და ასეთი ფაქტი არ მომხდარა არასოდეს და არც მოხდება ღვთის წყალობით“.
ოდნავ უფრო ადრე, საქართველოს ეკლესია ამ ვითარებას ოფიციალურად გამოეხმაურა.