თურქეთის პრეზიდენტმა ერდოღანმა, როგორც ჩანს, დაინახა, რომ სირიაში რუსეთ-ირანის ტანდემის წინააღმდეგ ძალით ვერაფერს გახდება. ამიტომ მან ტონი შეცვალა და ანკარაში გამოსვლისას შემდეგი განაცხადა:
“მივმართავ რუსეთსა და ირანს. სირიაში ჩვენ თქვენთან არანაირი პრობლემა არ გვაქვს, ჩვენ სამიზნეში არ გვყავს ამოღებული არც რუსეთი და არც ირანი. ჩვენ არ გვჭირდება სირიის ნავთობი და მიწები. ჩვენ ვიბრძვით ჩვენი ეროვნული უსაფრთხოებისთვის. ჩვენ ვართ, ვინც მივიღეთ 3,7 მილიონი ლტოლვილი და არა რუსეთი, ირანი ან სხვა ქვეყნები. ჩვენ არ შეგვიძლია, ეს ტვირთი ვატაროთ”.
პრეზიდენტმა ამ ნიშანდობლივ სიტყვებს დასძინა, რომ სირიის იდლიბში ცეცხლის შეწყვეტის მიზნით იგი 5 მარტს მოსკოვს ეწვევა. “ხუთშაბათს პრეზიდენტ პუტინთან განვიხილავთ ვითარებას იდლიბში. იმედი მაქვს, რომ ჩვენი საუბრის შედეგად შევძლებთ ცეცხლის შეწყვეტას” – აღნიშნა ერდოღანმა.