ოპოზიცია არ გამორიცხავს, რომ კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო 4 აპრილის აქცია გადაიდოს
“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის სერგი კაპანაძის განმარტებით, ოპოზიცია შექმნილი ვითარების მიხედვით იხელმძღვანელებს.
კაპანაძის თქმითვე, თუ სიტუაცია კიდევ უფრო დამძიმდება, ოპოზიციის წევრები რეკომენდაციების მიხედვით იმოქმედებენ და აქციის გადადების საკითხს განიხილავენ.