რუსული სამხედრო პოლიცია სირიის ქალაქ სარაკიბში შევიდა

რუსები სირიაში განმათავისუფლებლებად აღიქმებიან. დღეს რუსული სამხედრო პოლიცია სტრატეგიულად მნიშვნელოვან ქალაქ სარაკიბში შევიდა.

სარაკიბთან ახლოს გადის დამასკო-ალეპოს და ლატაკია-ალეპოს დამაკავშირებელი ტრასები M4-M5. ეს სირიის უდიდესი და უმნიშვნელოვანესი ქალაქებია. მათ შორის თავისუფალი საავტომობილო მიმოსვლა სირიის სტაბილიზაციას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს.

ამის წინააღმდეგ გამოდიოდა თურქეთი, რომელმაც თავისი ბოევიკების და ტერორისტების ხელით გააფთრებული იერიშები მიიტანა თებერვლის დასაწყისში სირიის არმიის მიერ გათავისუფლებულ ქალაქ სარაკიბზე, მაგრამ საბოლოო ჯამში მარცხი განიცადა. დახოცილია 250-მდე პროთურქი ტერორისტი, ერდოღანი კი მოლაპარაკებებზე მოსკოვში მიემგზავრება 5 მარტს.