ხელისუფლებამ რაც არ უნდა შესთავაზოს „ნაციონალურ მოძრაობასა” და მისი ყველა სატელიტს, ე.წ ოპოზიციურ ერთობას, არც ერთ შემთხვევაში ისინი ამ შეთავაზებას არ დათანხმდებიან, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფო კილაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ოპოზიცია რევოლუციურ სცენარს ავითარებს.
„მათ ზუსტად იციან, რომ მოცემულ მომენტში, ამ ადამიანებს ხელისუფლებაში მოსვლის შანსი არ აქვთ არც ერთი დემოკრატიული საარჩევნო სისტემით, ამიტომ ავითარებენ რევოლუციურ სცენარს.
მათი გეგმა „ა“ და გეგმა „ბ“ არის რევოლუცია, რადგან ზუსტად იციან, რომ დემოკრატიული არჩევნებით ხელისუფლებაში ვერ მოვლენ“, – განაცხადა სოფო კილაძემ.