აქ უნდა ვიჯდე ოდესაში და ნაცარი ვქექო?! – მიხ.სააკაშვილი

საქართველოს ექსპრეზიდენტმა ტელეკომპანია „მთავარის” ეთერში ისაუბრა. როგორც მიხეილ სააკაშვილი ამბობს, ძალიან ბევრი შემოთავაზება ჰქონდა, თუმცა ყველაფერზე უარი თქვა, რადგან წელს საქართველოს ბედი წყდება.

„აქ უნდა ვიჯდე ოდესაში და ნაცარი ვქექო, თუ გარედან ვუყურო? რაც არ უნდა კარგად მოვეწყო აქ, იცით, რამდენი შემოთავაზება მქონდა ბოლო თვეებში თანამდებობების დაკავების და ა.შ., ყველაფერზე ვთქვი უარი იმის გამო, რომ ვიცი, წელს წყდება ჩემი ქვეყნის ბედი. ახლა მარჯვნივ და მარცხნივ გახედვის დრო არ არის. ჩემი სიცოცხლე ეკუთვნის ჩემს სამშობლოს.

მე კარიერას ვერ გავაკეთებ სხვაგან. იცით, რომ ისტორიულად არა მხოლოდ ჩვენს ახალგაზრდებს, გოგო-ბიჭებს აგზავნიდნენ. გიორგი სააკაძე სადღაც გუბერნატორი იყო ჩემსავით, ის ოსმალეთში, მე უკრაინაში. ეს დამთავრდა. ჩვენ ახლა უნდა მივხედოთ ჩვენს ქვეყანას“, – განაცხადა სააკაშვილმა.

მიხეილ სააკაშვილმა ასევე ბოდიში მოუხადა საზოგადოებას იმისთვის, რომ ბევრი რამ ვერ გააკონტროლა და ასევე იმის გამო, რომ თვითონ ქართველმა ხალხმაც ბევრი რამ “მიქარა”:

„მინდა, ძალიან გულწრფელად ბოდიში მოგიხადოთ, ბევრ რაღაცაზე, რაც ბოლომდე ვერ გავაკონტროლე, ბევრ რაღაცაზე, რაც ჩემმა ხალხმა მიქარა, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა… მე ვგრძნობ ჩემს ძალიან დიდ ბრალსა და პასუხისმგებლობას ძალიან ბევრ რაღაცაზე და მინდა, ამისთვის ძალიან გულწრფელად ბოდიში მოგიხადოთ, ბევრ რაღაცაზე, რაც ბოლომდე ვერ გავაკონტროლე, ბევრ რაღაცაზე, რაც ჩემმა ხალხმა მიქარა. რაც არის, ეს არის. ვიღაც უნდა მოსულიყო, ვინც უკეთესად გააკეთებდა“, – განაცხადა სააკაშვილმა ტელეკომპანია „მთავარის“ ეთერში ჩართვისას.