მეოთხე პაციენტის მდგომარეობა კლინიკურად მძიმე ფორმაა

დღეს 11:00 საათის მდგომარეობით ინფექციურ საავადმყოფოში 25 პაციენტია მოთავსებული. ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური ხელმძღვანელის, მარინა ეზუგბაიას თქმით, 11 მათგანს დღეს ჩაუტარდება ტესტი ახალ კორონავირუსზე.

21-ს ტესტირება ჩაუტარდა გუშინ, მათგან 20 პაციენტის შემთხვევაში პასუხი უარყოფითი იყო, ინფექცია დაუდგინდა მხოლოდ ერთ პაციენტს. ეზუგბაიას განცხადებით, მე-4 ინფიცირებულის მდგომარეობა უფრო მძიმეა, ვიდრე აქამდე დადასტურებული სამი პაციენტისა.