იმ ადამიანებს, რომლებმაც საკუთარი ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაცია დამალეს, რითაც ხელს უწყობენ ახალი კორონავირუსის გავრცელებას, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა ან პატიმრობა ემუქრებათ.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში წერია, რომ საშიში დაავადების შესახებ ინფორმაციის დამალვა ან დაავადების გავრცელება, ანდა ეპიდემიოლოგიური წესების დარღვევა დასჯადი ქმედებაა. არის შემთხვევები, როცა ფაქტი ორწლამდე პატიმრობასაც კი ითვალისწინებს.