აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო სამსახურის ახლადდანიშნული უფროსი საავადმყოფოში მოათავსეს.
ინციდენტი აჭარის ტელევიზიაში დილით გამართულ თათბირზე მოხდა, სადაც ჟურნალისტები და საინფორმაციო სამსახურის უფროსი ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ, რის შემდეგაც საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი ცუდად გახდა და ტელევიზიაში სასწრაფოს გამოძახება გახდა საჭირო.
გიორგი აბაზაძეს ამ წუთებში სამედიცინო გამოკვლევა ბათუმის “მედცენტრში” უტარდება.