საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ბაქოში მიიღო. ამის შესახებ თავდაცვის სამინისტრო იუწყება.
სამინისტროს 6 მარტის ოფიციალური რელიზში ნათქვამია:
“ირაკლი ღარიბაშვილმა აზერბაიჯანულ მხარეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. თავდაცვის მინისტრმა ყურადღება აზერბაიჯანთან კეთილმეზობლურ, ნდობაზე დაფუძნებულ და სტრატეგიულ პარტნიორობაზე გაამახვილა”.
როგორც ჩანს, ღარიბაშვილი (თუ მთელი მთავრობა არა) მიიჩნევს, რომ დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ნაწილი, რომელიც აზერბაიჯანს აქვს მიტაცებული, საქართველოს ტერიტორიებს არ ეკუთვნის. წინააღმდეგ შემთხვევაში რა მადლობებს უხდის ქართველი მინისტრი მეზობელი სახელმწიფოს ლიდერს? თუ მარტო აფხაზეთის და შიდა ქართლის თემაა აქტუალური? აზერბაიჯანი ოდესმე მადლობას გვიხდის იმის გამო, რომ საქართველო მთიან ყარაბაღს აზერბაიჯანის ნაწილად აღიარებს?..
საქართველოს ხელისუფლება ხშირ შემთხვევაში არ გამოხატავს ქართულ ინტერესებს. ეს ფრიად სავალალო ფაქტია, რომელიც კოსმეტიკური მეთოდებით არ გამოსწორდება.