რაზე შეთანხმდნენ და ვერ შეთანხმდნენ პუტინი და ერდოღანი – ექსპერტი

კრემლში გამართული პუტინ-ერდოღანის შეხვედრის თაობაზე პოლიტოლოგი და ჟურნალისტი ევგენი პრომაკოვი ექსპრეს-შეფასების ფორმატში საკუთარ ფეისბუკ-გვერდზე წერს:

  • “ძირითადი წინააღმდეგობები სირიის გარშემო არ არის მოხსნილი;
  • ფრენებისთვის აკრძალული ზონა არ დაწესდა;
  • სექტორს შიგნით მოქმედი შეიარაღებული ჯგუფების და არაოფიციალური მებრძოლების სტატუსზე საუბარი არ შემდგარა, ეს საკითხი ასტანის და სოჭის წინა შეთანხმებებზე იქნა განხილული. თუმცა რაღაც შეთანხმებას მიაღწიეს დახურულ კარს მიღმა;
  • ვლადიმირ პუტინი მიგანტების ურდოებისგან ევროპის გადამრჩენის როლში მოქმედებს. მიგრანტების საკითხზე ერდოღანი პუტინთან საუბრობს და არა მერკელთან. ლტოლვილთა უკან დაბრუნების პრიორიტეტი აღნიშნულ იქნა;
  • პირდაპირი შეჯახება არ იქნება, თუმცა კრიზისები განმეორდება;
  • დამასკოს კონტროლს ქვეშ ექცევა ტრასა М-5, რაც ნიშნავს უძლიერეს ბიძგს ეკონომიკის აღდგენისთვის და მთლიანობაში ქვეყანაზე კონტროლის დამყარებისთვის, განსაკუთრებით, მის ჩრდილოეთ ნაწილში;
  • ტრასა დასავლეთი-აღმოსავლეთი (ლატაკია-ალეპო) თანდათანობით გაიხსნება, ალბათ უფრო შემდეგი კრიზისის მოგვარების შედეგად;
  • ანკარასა და დამასკოს შორის ურთიერთობების აღდგენა ჯერ არ მოხდება. სამაგიეროდ, ძალზე რეალურია, რომ ურთიერთობები აღდგება დამასკოსა და ქურთებს შორის.

ჯერ-ჯერობით, მოკლედ, ეს არის” – წერს რუსი ექსპერტი.