ცოტა ხნის წინ ვაკეში სროლა იყო

ცოტა ხნის წინ, სროლა იყო ვაკეში, ნაფარეულის ქუჩაზე. როგორც ადგილობრივები სოციალურ ქსელში წერენ, სროლის ხმა სამჯერ გაისმა.

 

მათივე ინფორმაციით, ადგილი ჰქონდა ე.წ. ქუჩურ გარჩევას.

შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შენახვა-ტარებას გულისხმობს.

უწყების ცნობით, დამატებით დეტალებს სამართალდამცველები ამ წუთებში არკვევენ. ადგილზე პოლიციაა მობილიზებული.

 

წყარო: report.ge