თბილისში 12 შემთხვევა დადასტურდა.- კორონავირუსის საფრთხე უკვე დიდია

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 12-მდე გაიზარდა. ინფორმაციას ამის შესახებ კორონავირუსის შესახებ საზოგადოების ინფორმირებისთვის სპეციალურად შექმნილი ვებგვერდი stopcov.ge ავრცელებს.

მათივე ცნობით, კარანტინის რეჟიმშია 140 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 42.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. დაავადებული საქართველოს მოქალაქე ქვეყანაში აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა. კორონავირუსის მეორე შემთხვევა საქართველოში 2020 წლის 28 თებერვალს, მესამე 29 თებერვალს, მეოთხე კი 5 მარტს დადასტურდა. იმავე საღამოს კორონავირუსის კიდევ 5 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 7 მარტს კი კორონავირუსი დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის შვილს, ნიკოლოზ გამყრელიძეს დაუდგინეს.

4 მარტს კი ცნობილი გახდა, რომ ვირუსით იტალიაში მცხოვრები საქართველოს მოქალაქე დაინფიცირდა. ბოლო მონაცემებით, COVID-19-ს მსოფლიოს მასშტაბით 3491 ადამიანი ემსხვერპლა, 57389 კი გამოჯანრთელდა.

30 იანვარს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.