საქართველოში არჩევნების ჩატარება მეორეხარისხოვანი ამერიკელი პოლიტიკოსებისა და ჩინოვნიკების დონეზე გადაწყდა. ქართულმა პოლიტიკურმა სპექტრმა დიდი ენთუზიაზმით მიიღო მონაწილეობა ამ ფარსში.
ფოტოზე: კონგრესმენი კინზინგერი მ. სააკაშვილთან ერთად
გამოცხადდა, რომ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მიღწეულია შეთანხმება, საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით.
ამ ე. წ. შეთანხმებას ამერიკელი კონგრესმენი ადამ კინზინგერი Twitter-ის საშუალებით გამოეხმაურა.
„ჩემი გულითადი მილოცვა ქართველ ხალხს, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მიღწეული შეთანხმების გამო! დემოკრატია რთული სამუშაოა, მაგრამ ის ამად ღირს. პატივისცემა სპიკერ თალაკვაძეს და სხვა მონაწილე პირებს, მოგვიანებით ვრცელ წერილსაც გამოვაქვეყნებ“, – წერს კინზინგერი.