დამოუკიდებლობის არქონა – სასარგებლო მოვლენაა საქართველოსთვის?

ის, რომ საქართველოს არ გააჩნია რეალური სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა, დღეს უკვე ყველა უფროსკლასელმა იცის. საქართველო იმართება ვაშინგტონიდან და ბრიუსელიდან. ეს არის ფორმალური “დამოუკიდებლობა”. მაგრამ ეს ცუდი არ არის თურმე, ფიქრობენ ზოგიერთები.

ასე მაგალითად, ჟურნალისტი, წიგნის “ჟამი ჭეშმარიტი” ავტორი დავით გამცემლიძე (ფსევდონიმი: გიორგი წიქარიშვილი) სოციალურ ქსელში წერს:

“ისტორიული პარადოქსი: ეს შეთანხმება [ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის, საარჩევნო სისტემაზე] იმის სასიკეთო შედეგია, რომ საქართველო საბედნიეროდ (!!!) არ არის დამოუკიდებელი სახელმწიფო”.