ყველაზე პრინციპული და ყველაზე შეუვალი, ყველაზე მკაცრი და ყველაზე ჭკვიანი ნინო ბურჯანაძე, “ტეტჩერად” წოდებული, ბოლოსდაბოლოს, მაინც ადამიანია და უგულავა შეიცოდა, თუმცა სახელმწიფო ინტერესი არც აქ დაავიწყდა. პრეზიდენტ სალომეს გასაგონად მან ჟურნალისტებს განუცხადა:
„მინდა დავარწმუნო ქალბატონი სალომე, რომ მისი ეს ნაბიჯი [უგულავას შეწყალება] ძალიან შეუწყობს ხელს პოლიტიკური დაძაბულობის მოხსნას ქვეყანაში. ციხეში უგულავას ყოფნა ძალიან მუქ ჩრდილად აწევს პოლიტიკურ პროცესს და ამწვავებს მას. ვინაიდან ჩვენ ამ პროცესის დარეგულირება გვინდა, ამ ეტაპზე ვთვლი, რომ ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი და სწორი პოლიტიკური გადაწყვეტილება, რისი უფლებაც პრეზიდენტს აქვს და მის რეპუტაციას ეს არანაირად შელახავს. პირიქით, ეს იქნება წვლილი ოპოზიციის ერთობაში“, – განუცხადა ნინო ბურჯანაძემ ჟურნალისტებს”.
ბურჯანაძემ ასევე სხვა “პოლიტპატიმრებიც” არ დაივიწყა. მისი თქმით, ირაკლი ოქრუაშვილის, გიორგი რურუას და ბესიკ თამლიანის შემთხვევაში შეიძლება, იმოქმედოს აღკვეთის ღონისძიების შეცვლამ, “ეს პროცედურულად რთული არ არის”.