მსოფლიო საფონდო ბირჟებზე ორი დიდი მოვლენა იწვევს პანიკას და ფასების დაცემას: კორონავირუსის გავრცელება და ნავთობის ფასების მკვეთრი ვარდნა რუსეთსა და საუდის არაბეთს შორის არსებული უთანხმოების გამო.
ამერიკაში მალე გაიხსნება საფონდო ბირჟები, დროის სხვაობის გამო, სურათი ანალოგიური იქნება. დღევანდელ დღეს მსოფლიო პრესა უკვე უწოდებს ბირჟებისთვის “შავ ორშაბათს”.
გერმანიის აქციების ინდექსმა (DAX) 8 პროცენტი დაკარგა ერთ დღეში, რაც დიდი იშვიათობაა. ასეთი ვარდნა ბოლოს 2001 წელს, ნიუ-იორკში 11 სექტემბრის ტერაქტების შედეგად მოხდა.
ევროპელი მაკლერები ევროპის ცენტრალური ბანკისა და ინგლისის ბანკისგან ელიან ხსნას, მათ მიერ საპროცენტო განაკვეთების დაწევის გზით.