გურიაში, სოფელ ვაკიჯვართან ხანძრის ქრობის პროცესში დღეს დილიდან შსს-ს სასაზღვრო პოლიციის 2 ვერტმფრენი ჩაერთო. ადგილზე იმყოფება 120-მდე მეხანძრე-მაშველი გურიის, აჭარის და სამეგრელო-ზემო სვანეთის განყოფილებებიდან.
„შექმნილია სამუშაო შტაბი, რომელსაც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თემურ მღებრიშვილი ხელმძღვანელობს. ადგილზე, ასევე იმყოფება სამსახურის უფროსის მოადგილე ლევან ღირსიაშვილი.
ცეცხლი ქარსაცავ ზოლს უკიდია. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ამ დროისთვის, სიტუაცია კონტროლს სრულად ექვემდებარება“, – ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.