კორონავირუსით უკვე 15 პირია ინფიცირებული საქართველოში

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 15-მდე გაიზარდა. ორივე ახალი შემთხვევა ე.წ. იტალიის კლასტერს უკავშირდება. ინფორმაცია ამის შესახებ „იმედს“ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების უფროსმა, მარინა ენდელაძემ დაუდასტურა.

„ორივე ახალი პაციენტის მდგომარეობა მძიმე არაა, აქვთ მსუბუქად გამოხატული სიმპტომატიკა. მათი პასუხები გვიან ღამით მივიღეთ. კლინიკაში ამ მომენტისთვის 37 პაციენტი იმყოფება, 15 მათგანისგან ანალიზები ჯერ არ აგვიღია. ამ ეტაპისათვის აუცილებელია საზოგადოებამ მეტი პასუხისმგებლობა გამოიჩინოს“, – განაცხადა ენდელაძემ.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 15 შემთხვევაა დადასტურებული, კარანტინის რეჟიმშია 141 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 51.