რომან გოცირიძის ფანტაზიები კორონას გასცდა – ის ხელისუფლების გადმობარებისთვის ემზადება

ეს არის მეტად მნიშვნელოვანი შეთანხმება და ოპოზიციის პირველი, სერიოზული გამარჯვება, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ განუცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიციას წინ კიდევ ბერი გამარჯვება ექნება. „ჩვენი ამომრჩევლის და საერთაშორისო ზეწოლის შედეგად ხელისუფლებამ დათმო. ახლა ჩვენ არჩევნებისა და ხელისუფლების გადაბარებისთვის უნდა მოვემზადოთ“, – აცხადებს გოცირიძე.

ოპოზიცია და ხელისუფლება 2020 წლის არჩევნების 120/30-ზე მოდელით ჩატარებაზე შეთანხმდა.

2019 წლის 14 ნოემბერს პარლამენტმა პროპორციულ სისტემაზე გადასვლას მხარი არ დაუჭირა, რასაც პარლამენტს გარეთ პროტესტ, შენობაში კი ხმაური მოჰყვა. ამ გადაწაყვეტილების გამო უმრავლესობა რამდენიმე წევრმა დატოვა.

გასული წლის დეკემბერსა და მიმდინარე წლის იანვარში ოპოზიციისა და „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა დიპლომატიური კორპუსის ჩართულობით რამდენიმე შეხვედრა გამართეს და საარჩევნო სისტემის რამდენიმე მოდელი განიხილეს, თუმცა საბოლოო შეთანხმებას მხოლოდ ახლა მიაღწიეს.