სანდრო ბრეგაძე პირად ამბიციებზე მაღლა დადგომისა და გაერთიანებისკენ მოუწოდებს ჯანსაღ ძალებს

ძნელია, არ დავეთანხმოთ “ქართული მარშის” ლიდერის, სანდრო ბრეგაძის შეფასებას და ასევე მოწოდების შინაარსს, რომელიც მან საკუთარ ფეისბუკ-გვერდზე გამოაქვეყნა ამერიკის მიერ საქართველოში არჩევნების დანიშვნის შემდეგ:

“დღევანდელი საარჩევნო გარიგების შემდეგ გარდაუვალია ლიბერასტული გადატრიალება ანუ ხელისუფლებაში მოვა სოროსულ-ლიბერასტული ძალების კოალიცია (ნაცმოძრაობა, ბოკერიას პარტია, “ლელო”, რესპუბლიკელები, “გირჩი” და ა.შ.). ამ რეალური საფრთხის გამო ვწყვეტ ყოველგვარ შიდა დისკუსიას ეროვნულ ძალებთან და მოვუწოდებ ყველას გაერთიანებისაკენ !!!

ახლა კამათის დრო აღარ არის ,ახლა არც დაპირისპირების დროა, ყველას თავისი წილი შეცდომა გვაქვს დაშვებული, ამიტომ იმის რჩევა, ვინ ვისზეა ნაწყენი – არის გზა ლიბერასტების გამარჯვებისკენ !!!

აუცილებელია, ყველა ეროვნულ-კონსერვატორულად მოაზროვნე ძალების გაერთიანება !!! ვინც არ ივლის გაერთიანების გზით, ის უღალატებს ეროვნულ იდეას !!!”