შეხსენება ძალიან მოკლედ – საქართველოთი აღფრთოვანებული რუსი გენიოსები

გენიალური რუსი სახალხო მწერალი მაქსიმ პეშკოვი, იგივე გორკი, მე-19 საუკუნის მიწურულს ტიფლისს ესტუმრა და აფხაზეთში სამუშაოდ გაეშურა. იგი მოხიბლულა ქართველების კულტურით და სინატიფით. სწორედ სოხუმი-ოჩამჩირეს მონაკვეთზე მუშაობდა მუშად და კმაყოფილებით აღნიშნავდა,  რომ გორკი მას საქართველოში შეარქვეს. ერთ მშვენიერ დღეს ადგილობრივი ორსული ქალის მშობიარობა მიიღო და სწორედ ამ მოვლენის შემდეგ დაწერა ცნობილი ნაწარმოები “Рождение Человека”.

 1827 წელს პუშკინი საკუთარ ძმას წერილში წერდა, რომ ფსკოვის მერე აუცილებლად საქართველოსკენ აიღებდა გეზს. ასეც მოხდა. საქართველოში მას ჩასვლიდან პირველივე დღეს საოცარი საღამო მოუწყვეს, იმდენად საოცარი, რომ პოეტმა ჩაინიშნა: “ვერ ვიხსენებ დღეს, რომელიც რომელიც დღევანდელზე მხიარული მქონია. ქართველებს ვუყვარვარ, ესმით, მაფასებენ და ბედნიერი ვარ”.
 აღმოჩნდა, რომ ლერმონტოვიც მოხიბლულა ჩვენი სამშობლოთი. წერილებში ის ბუნების სილამაზეზე აკეთებს აქცენტს. ახალგაზრდა ოფიცერი კახურ ღვინოს გეახლებოდათ. აღფრთოვანდა ადგილობრივი ფოლკლორით და კიდეც გადაწყვიტა სამუდამოდ ბინის საქართველოში დადება. ქართულ გადასახლებას ის მხიარულს უწოდებდა, თუმცა გულისტკივილით ამბობდა, რომ ბებიასთან უკან რუსეთში დაბრუნება სურდა.
 “ომი და მშვიდობის” ავტორი ლევ ტოლსტოი კი საქართველოში ძმასთან ერთად მოხვდა. “თბილისი პეტერბურგს გავს. რჩეული ხალხმრავალი საზოგადოება ღირსეულად ბაძავს დედაქალაქს. არის როგორც რუსული, ასევე იტალიური თეატრი. სადამდეც წვდება სახსარი, სულ დავდივარ”. მიუხედავად იმისა, რომ მისმა სტუმრობამ მხოლოდ ორ თვეს გასტანა, მწერალს ახლო ურთიერთობები ჩამოუყალიბდა ქართულ ინტელიგენციასთან და მომავალში კიდეც დიდი სიამოვნებით მასპინძლობდა მათ იასნაია პოლიანას მამულში.
 ზოგიერთი კულტურის კორიფესთვის, საქართველო მეორე სამშობლოდ იქცა და ამას ისინი მუდამ აღნიშნავდნენ. ასეთი გახლდათ ბორის პასტერნაკი. 1931 წელს მან მიწვევა პაოლო იაშვილისგან მიიღო და თბილისში ჩავიდა. გულდაგულ სწავლობა ქვეყნის კულტურას და ისტორიას. ჩაეძია ვაჟა-ფშაველასა და ნიკოლოზ ბარათაშვილის შემოქმედებას. პასტერნაკი მეგობრობდა ისეთ ცნობილ პიროვნებებთან, როგორებიც იყვნენ: ლადო გუდიაშვილი, ტიციან ტაბიძე, სიმონ ჩიქოვანი.
 ყოფილა შემთხვევა, როდესაც ცნობილ კლასიკოსებს საერთოდ ბინაც კი დაუდიათ საქართველოში. ამ მხრივ აღსაღნიშნია დიმიტრი მერეჟკოვსკი. ჯერ კიდევ 1888 წელს ის საქართველოს ესტუმრა. ჯვარიც დაიწერა და მთელი დარჩენილი 52 წელი სიცოცხლის ბოლომდე იცხოვრა თბილისში.
 МХAТ-ის და “მცირე თეატრის” დამაარსებლებლები ძმები ვლადიმირ და ვასილი ნემიროვიჩ-დანჩენკოები განგებით 1876 წელს მოხვდნენ ტიფლისის გუბერნიაში. ეს ის დროა, როდესაც აჭარაში იწყება თურქი დამპყრობლების წინააღმდეგ მოძრაობა. მათ მონაწილეობა მიიღეს რუსეთ-თურქეთის ომში, ხოლო ვასილიმ საკუთარი თავი წარმოაჩინა ნაწარმოებში “Скобелев”.
 საიმპერატორო არმიის კავალერიის გენერალი და მომავალში წითელი არმიის მაღალჩინოსანი ალექსეი ბრუსილოვი 1853 წელს თბილისში დაიბადა. ოთხი წლის მერე კი მისი ძმა ლევ ბრუსილოვიც დაბადებულა. ქართული შავი ზღვის სანაპიროზე სეირნობის დროს უმცროსს ძმას შეაყვარა წყალი და მომავალში უკანასკნელი ფლოტის ვიცე-ადმირალი გახდა.
 ცნობილ რუს დიპლომატს ალექსანდრ გრიბოედოვს მუზა სწორედ ტიფლისში ეწვია და სცენაზე ცნობილი კომედია ,,Горе от ума,, დადგა. პრემიერას ტრიუმფით ჩაუვლია.
 ბაღდათის რაიონში მეტყევის ოჯახში დაბადებული ვლადიმირ მაიაკოვსკი კი  9 წლის ასაკამდე რუსულად თითქმის არც კი მეტყველებდა. მეზობელ თანატოლ  ბავშვებთან მეგობრობდა და მათთან ქართულ ენაზე საუბრობდა. მამის გარდაცვალების შემდეგ ოჯახი მოსკოვში გადასახლდა, თუმცა შემდგომ წლებში ცნობილი პოეტი არაერთხელ დაბრუნებულა სამშობლოში. რამდენიმე ლექსში ის საკუთარ თავს ქართველად მოიხსენიებს.
 ბექა კვიციანი
 სურათზე: რუსულ-ქართული მეგობრობის თაღი. საქართველოს სამხედრო გზა, ჯვრის უღელტეხილთან ახლოს. ავტორი: გიორგი ჩახავა. მოზაიკური ფრესკა: ზურაბ წერეთელი, 1983 წელი .