თბილისში, დიდი დიღმის ტერიტორიაზე 13 ასურელი მამის სახელობის ტაძარი დაარბიეს. ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში მამა ნექტარიოს მჭედლიძე ავრცელებს:
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-177 მე-2 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით დაიწყო, რაც ქურდობის მცდელობას, სადგომში ან სხვა საცავში უკანონო შეღწევით, გულისხმობს.
“8 მარტს 21:00 საათზე, თბილისში, დიდი დიღომის დასახლებაში, 13 ასურელი მამის სახელობის ტაძარი ვანდალურად დაარბიეს. ღმერთო შეიწყალე ერი შენი და აცხონე საქართველო “, – წერს მამა ნექტარიოს მჭედლიძე ,,ფეისბუქში”.
წყარო; report.ge