“ევროპული საქართველოს” რუსეთში “დახატული” სახე – ელენე ხოშტარია საქართველოს ხელისუფლებას ემუქრება და აფრთხილებს, რომ საქართველოს სუვერენიტეტზე მაღლა ამერიკელი კონგრესმენების და ზოგადად, ამერიკის სურვილი დგას:
„შეთანხმება ორი პაკეტისგან შედგება, რომელზეც ხელი მოეწერა და შესაბამისად, მთლიანად შეთანხმება ჩავარდება, თუ ეს ასე არ მოხდება, მაგრამ ამ სცენარზე საუბარი არ მინდა. იმიტომ, რომ ნომებერში, როცა ბიძინა ივანიშვილმა საზოგადოება მოატყუა, ეგონა, ეს გაუვიდოდა, მაგრამ არც საზოგადოების შიგნით გაუვიდა და რაც მთავარია, ამას დღეს ახალი ფაქტორი დაემატა, ამერიკელი და ევროპელი პარტნიორების უშუალო მედიაცია, რაც კიდევ უფრო ძლიერი ფაქტორია. ვერ წარმომიდგენია, ბიძინა ივანიშვილმა აშშ-ის ელჩთან გატეხოს სიტყვა და პოლიტიკური თვითმკვლელობით დაამთავროს“ – ამის შესახებ ელენე ხოშტარიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „კვირის ინტერვიუ“ სტუმრობისას განაცხადა.
„უნდა გესმოდეს, რომ ეს არ უნდა თქვა შენ პარტნიორებზე და კონგრესმენებზე მით უმეტეს, აშშ-ში. რა თქმა უნდა, მივიღეთ სრულიად კონსოლიდირებული ამერიკის პოზიცია, რომელმაც ძალიან დიდი როლი ითამაშა ამ გადაწყვეტილებაში… ამ გადაწყვეტილებაში, რომელიც არის დემოკრატიის მხარდაჭერა, რა თქმა უნდა, ამერიკელების წონა და ძალა ძალიან დიდია; ფული, რესურსი და ა.შ. რა თქმა უნდა, ევროკავშირის ელჩის წვლილიც ძალიან დიდი იყო“, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.