იტალიაში საქართველოს საელჩო ორგანიზებულად ახორციელებს იტალიის სხვადასხვა ქალაქში მყოფი საქართველოს მოქალაქეების რომში ტრანსპორტირებას, საიდანაც მათ საქართველოში დააბრუნებენ.
“ამ წუთებშიც მიმდინარეობს საორგანიზაციო სამუშაოები იმისათვის, რომ ჩვენი მოქალაქეები, რომლებიც იტალიის სხვადასხვა რეგიონში იმყოფებოდნენ ორგანიზებულად ჩამოვიყვანოთ რომში. ყველა მათგანი გაფრთხილებულია ამის თაობაზე და საჰაერო ხომალდებიც გაემგზავრა უკვე მათ ჩამოსაყვანად,” – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა განაცხადა.
ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით კი, იტალიიდან საქართველოს მოქალაქეები უსაფრთხოდ დაბრუნდებიან.
“საუბარია იმ მოქალაქეებზე, რომლებსაც ჰქონდათ ორი კვირის განმავლობაში აღებული ბილეთები იმ რეისებზე, რომელი რეისების შეწყვეტის გადაწყვეტილებაც ჩვენ მივიღეთ. იმისათვის, რომ მათ საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით პრობლემა არ შექმნოდათ და ჩვენ შეგვეძლოს მათზე ორგანიზებული დაკვირვება – გადავწყვიტეთ ეს მოქალაქეები საქართველოში უსაფრთხოდ ჩამოვიყვანოთ,” – აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ.