ამერიკული სპეცსამსახურები რუსეთს ყოვლისშემძლეობას მიაწერენ

სულ რაღაც 15-20 წლის წინ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ამერიკაში რუსულ გავლენაზე იქნებოდა საუბარი. მით უმეტეს იმას, რომ ამაზე ამერიკული სპეცსამსახურები ისაუბრებდნენ შეშფოთებით.

გაზეთი “ნიუ-იორკ ტაიმსი” სპეცსამსახურებში არსებულ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ რუსეთის სპეცსამსახურები მიზანმიმართულად აღვივებენ რასობრივ სიძულვილს ამერიკულ საზოგადოებაში. რუსები თითქოს თეთრი რასის წარმომადგენლებს უნერგავენ საკუთარ უპირატესობას აფროამერიკელებთან მიმართებაში.

ყოველივე ამის შესახებ აშშ-ის სპეცსამსახურებმა ქვეყნის პარლამენტს, წარმომადგენელთა პალატას მოახსენეს დახურულ სხდომაზე, გასულ სამშაბათს.

თუმცა ამერიკელები აბსტრაქტულ ფორმულირებებს ვერ გასცდნენ და რუსეთის ასეთი ჩარევის და ზეგავლენის ვერც ერთ კონკრეტულ მაგალითს ვერ ასახელებენ. ლაპარაკია ისევ და ისევ ვირტუალურ სამყაროზე – სოციალური ქსელების დახურულ ჯგუფებსა და ჩატებზე.

ამერიკელი “ჩეკისტების” აზრით, რუსეთის ქმედებების მიზანს წარმოადგენს არა რომელიმე საპრეზიდენტო კანდიდატის დახმარება, არამედ შეერთებულ შტატებში “ქაოსის გრძნობის” დანერგვა. ამ კამპანიას, მათი აზრით, რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახური უდგას სათავეში.

ჯერ-ჯერობით, “ქაოსის გრძნობა” წარმატებით ინერგება საქართველოში – ოღონდ არა რუსების, არამედ ამერიკელების მიერ.