იტალიიდან ჩარტერული რეისით გუშინ დაბრუნებული 7 პირი, რომელსაც თბილისის საერთაშორისო აეროპორტში თერმოსკრინინგის შედეგად ტემპერატურა დაუფიქსირდა, ინფექციურ საავადმყოფოში გადაჰყავთ.
ამის შესახებ დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში განაცხადეს.
უწყების ინფორმაციით, 7-ვე მათგანს გამოკვლევები ჩაუტარდება, თუმცა როგორც უწყებაში აღნიშნავენ, დღეს დილით არცერთ მათგანს ტემპერატურა არ უფიქსირდებოდა.
ჯანდაცვის უწყების ინფორმაციით, დანარჩენი 193 პირი თავს კარგად გრძნობს და ყველა მათგანი სავალდებულო კარანტინში იმყოფება. მათივე ცნობით, ამ დროისთვის არცერთ მათგანს ვირუსის რაიმე სიმპტომი არ აღენიშნება.