სავალუტო ბაზარზე გუშინ დაწყებულმა პანიკამ დღეს უარესი მასშტაბები მიიღო. ლარის გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებით 2.90-ს გადაცდა და 3.0-იანი ნიშნულისკენ დაიძრა.
“ბლუმბერგის” პლატფორმაზე ამ მომენტისთვის ლარისა და დოლარის თანაფარდობა 2.8950-ია, ხოლო გარე სავალუტო ჯიხურებში – 2.91. რაც შეეხება ბანკებს, იქ აშშ დოლარის გაყიდვის ნიშნულმა უკვე 2.94-ს გადააჭარბა. არავითარი დამაიმედებელი ინფორმაცია, რომელიც ვითარებას ოდნავ მაინც შეამსუბუქებდა, ჯერჯერობით არ ვრცელდება.