რა ვითარებაა იტალიიდან სპეცრეისით ჩამოყვანილ მგზავრებს შორის?

10 მარტის საღამოს მდგომარეობით, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, იტალიიდან სპეცრეისით ჩამოყვანილ საქართველოს მოქალაქეებიდან შვიდს ტემპერატურა აღენიშნა.

სურათზე: იტალიიდან სპეცრეისით ჩამოფრენილი თვითმფრინავიდან დანახული თბილისის აეროპორტი. ფოტო მგზავრმა გამოუგზავნა სააგენტო report.ge-ს.

იტალიიდან საქართველოში სპეციალური რეისით სულ 156 მოქალაქე ჩამოიყვანეს. მათ შემოწმება აეროპორტშივე გაიარეს (ძველ შენობაში), საიდანაც ნაწილი კარანტინში გადაიყვანეს, ხოლო 7 პირი ინფექციურ საავადმყოფოში მოათავსეს.