რას ნიშნავს ქართველი ლიბერალებისთვის საქართველოს დამოუკიდებლობა

საბჭოთა საქართველოში, ეროვნული მოძრაობა თუ აღმოცენდა და წითელი ყელსახვევი ერთი მეორეს მიყოლებით მოიხსნეს მოსწავლეებმა, მიტინგზე შეკრებილი სტუდენტობა და ზოგადად ხალხი კი, უწმინდესის თხოვნის მიუხედავად, მაინც შიშველი ხელებით წინ აღუდგა საბჭოთა ჯავშანტექნიკას და ადამიანები სისხლით მოპოვებული დამოუკიდებლობით ამაყობდნენ, დღეს ეს დამოუკიდებლობა ”ბოკერია – სააკაშვილებმა” და ”კობახიძე – თალაკვაძეებმა”  ამერიკელი კონგრესმენების სუბიექტურ განწყობებზე გაცვალეს.

ანუ რასთან გვაქვს საქმე ? კადრი რომ ცოტა შორს გავწიოთ და არსებული სურათი ფართოდ დავინახოთ, ვიღაც ბრაიზა როგორ ხასიათზე გაიღვიძებს, იმისდა მიხედვით უნდა გადაწყდეს, არჩევნებს 120 / 30 ჩავატარებთ თუ საერთოდ არ ჩავატარებთ და ისე დავაბრუნებთ ბოკერიას.

ოთხმოცდაათიანებში, რუსეთის დუმის ოდიოზური დეპუტატებისადმი ჩვენი უკმაყოფილების და პროტესტის მთვარი მიზანი ხომ მათი მხრიდან საქართველოს საშინაო საქმეებში ჩარევა იყო, და დღეს რა გამოდის ? – გამოდის ის, რომ არა დამოუკიდებლობისთვის, არამედ საბჭოთა “ცეკას” და გვიანდელი რუსეთის ”დუმის” ამერიკული ”კონგრესით” ჩანაცვლებისთვის გვიბრძოლია!

მაშინ კი, როდესაც რუსულ ოკუპაციაზე ან იმპერიალიზმზე ვსაუბრობთ და დამოუკიდებლობას  მონაპოვრად ვაცხადებთ და ამასთან, მთელი მონდომებით ჩრდილოეთიდან მომავალ აპოკალიფსს ვხატავთ, უნდა გვესმოდეს და ვიცოდეთ შემდეგი:

ჩვენმა ახალმა ბატონმა, რომელმაც საარჩევნო სისტემის ფორმირების დროს საბოლოოდ გამოავლინა სახე, [ამავდროულად ჩვენი პოზიცია-ოპოზიციის სახე დაგვანახა] პირველმა და უკანასკნელმა გამოიყენა ატომური იარაღი მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ ჰიროსიმასა და ნაგასაკიში; მანვე მოაწყო, ორ მსოფლიო ომს თუ არ ჩავთვლით, მე-20 საუკუნის მსოფლიოში ყველაზე სისხლიანი ექსპანსია ვიეტნამში, სადაც მშვიდობიან მოსახლეობას ქიმიური იარაღით დაუნდობლად გაუსწორდა (იხილეთ ინტერნეტში, რა არის “Agent Orange”). ამ ისტორიის მქონე ჩვენი ახალი პატრონები პატარა ერების ჩაგვრის დროს პირველი გამოფრინდებიან და დემოკრატიის, ტოლერანტობის, ლიბერალური შემწყნარებლობის მამებად გვიცხადებენ თავს.

საარჩევნო სისტემის შეცვლა კი არა, არსებული წეს-წყობილების საბოლოოდ გარდაქმნის დროა, ამის შემდეგ კი კავკასიაში ჩვენ როლს სწორად გავაანალიზებთ და ეს სწორ პოლიტიკურ გეზამდე მიგვიყვანს, რაც ასე ჭირდება ”ბიძია სემისგან” აბუჩად აგდებულ ჩვენს ქვეყანას.

 ირაკლი ჯანყარაშვილი