უდიდესი ინტერნეტ-საძიებო სისტემის, “გუგლის” რუკაზე დავით გარეჯის საზღვრები შეიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას დავით ქაცარავა ავრცელებს:
“მეგობრებო! გარეჯში საზღვრები შეიცვალა გუგლის რუკაზე და არა ჩვენ სასარგებლოდ!
აღდგომის, უდაბნოს მონასტრები და საგარეჯო-რუსთავის გზაგასაყარის ერთი მონაკვეთი მოექცა აზერბაიჯანის მხარეს.
ვინმე თქვენგანი ფიქრობს, რომ გუგლმა ეს თვითნებურად, ან მხოლოდ აზერბაიჯანული მხარის მოთხოვნით შეცვალა?
საიდან ასეთი ოლიმპიური სიმშვიდე?
დავთმეთ გარეჯი? მაგრად გვკიდია და მხოლოდ კორონა გვაღელვებს?
აი, ზუსტად ესე, წყნარად და აუღელვებლად შევეგუეთ ჩვენი ხელისუფლების მიერ სომხეთისთვის ხუჯაბის მონასტრის გადაცემის შემთხვევაში.
ჯერი გარეჯზეა. აბა ჩვენ ვიცით.” – ასკვნის ქაცარავა.
“ნიუსფრონტისგან”: დავით გარეჯის თემაზე საზოგადოება ბევრს ლაპარაკობს, მაგრამ საქმეს არავინ აკეთებს. გიორგი იჩუკაიძისნაირი იდეური ხალხი ალბათ აღარ დარჩა და საქმესაც ვერ უშველიან, თუ არა საქართველოს ხელისუფლების პოზიციის ჯანსაღი რადიკალიზაცია გათავხედებული მეზობლის მიმართ.