სააგენტო “თვალსაზრისი” იუწყება, რომ “ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერი, ვიღაც დავით ჯოხაძე სოციალურ ქსელში სააკაშვილს მადლობას უხდის ლუგარის ლაბორატორიისთვის:
„ბევრი კიდევ ვერ ხვდება რამხელა უპირატესობა და რამხელა უსაფრთხოებით-თავდაცვითი საშუალება გვაქვს ქვეყანაში ლუგარის კვლევითი ცენტრის სახით. კი ლამის გასკდნენ რუსული პროპაგანდის ქართველი გამხმოვანებლები “იიიი იქანა ვირუსებს იმასქნავენ”- დღეს კი ხედავთ რამდენად სასიცოცხლოდ და სტრატეგიულად უმნიშვნელოვანესია მსგავსი ცენტრის ქონა, თანაც რეგიონში ერთადერთია.
არაუშავს, ნელა-ნელა კიდევ ბევრი მიხვდება განახვავებას და დააფასებს… მთავარია ძალიან არ დაგვიანდეს” – წერს სააკაშვილის “ღრმააზროვანი” თაყვანისმცემელი.
ამ ერთუჯრედიან “რუსთმებრძოლს” ინტერნეტში გამოეხმაურნენ სოციალური ქსელის მომხმარებლები. ნონა შარაბიძე პასუხად წერს:
“სადაც ეგ ლაბორატორია არ არის, იქ ვერ რჩებიან, დეგენერატო მიშას ფანებო?!”
“სხვაზე რომ არაფერი ვთქვათ, მარტო მაგ ბაქტერიოლოგიური ლაბორატორიის აქ აშენებისთვის სააკაშვილი არის ჩასაქოლი!.. სააკაშილის ფანები ისეთი გახარებული არიან, თითქოს მიჰა უბრუნდებათ, თუმცა, ქოცებმა თვითონვე შექმნეს იმის წინაპირობა, რომ სააკაშვილი დააბრუნონ!” – წერს ნონა შარაბიძე.
მართლაც, რა შუაშია ლუგარის ლაბორატორია, რომელიც მხოლოდ ერთ-ერთი და არა ცენტრალური ინსტანციაა საქართველოში კორონავირუსთან ბრძოლისა, “ნაციონალმა” არ და ვერ აგვიხსნა. როგორც ცნობილია, ლუგარის ლაბორატორიას კორონავირუს-19-ის დიაგნოსტიკის საშუალება მხოლოდ 4 თებერვალს მიეცა, ჩინეთიდან და ევროპიდან გამოგზავნილი შესაბამისი მასალების მიღების შემდგომ. ასეთივე წარმატებით ნებისმიერი ინფექციური კლინიკა შეძლებდა კორონავირუსის დიაგნოზის დადგენას. არც მეზობელ სომხეთს და აზერბაიჯანს უჭირთ კორონავირუსის დიაგნოზის დადგენა, ისევე როგორც დიდ მეზობელს – რუსეთს.
ასე რომ, რბილად რომ ვთქვათ, ლუგარის ლაბორატორიის დადებითი როლის გადაჭარბება არ შეიძლება, თუმცა კარგ საქმეში იქ მომუშავე მედპერსონალსაც სჭირდება საზოგადოების მხარდაჭერა. ეს კი არ ეხება მთლიანობაში ამ ლაბორატორიის ფუნქციონირებას და იმ ეჭვებს, რომლებიც საზოგადოებაში ამ დაწესებულების მიმართ სამართლიან საფუძველზე არსებობს.