ამერიკელები ერაყში არ არიან “Welcome”. საოკუპაციო ძალების შევიწროება ქვეყნიდან მათ განსადევნად გრძელდება. იანვარში ამერიკული სპეცსამსახურების მიერ ჩადენილი მკვლელობა ირანის ოფიციალური სამხედრო პირისა დაუსჯელი არ რჩება.
გუშინ სამი ამერიკელი და ერთი ბრიტანელი ჯარისკაცი დაიღუპა ჯერ კიდევ დაუდგენელი ძალების მიერ გამოშვებული “კატიუშას” რაკეტის აფეთქების შედეგად. კიდევ 12 ჯარისკაცი დაშავებულია. თავმდამსხმელებმა ტაჯის სამხედრო ბაზის მიმართულებით, რომელიც ირანელებმა იანვარში უკვე დაბომბეს, გუშინ 18 რაკეტა გამოუშვეს. ლეგენდარული “კატიუშა” თავის ეფექტურობას 21-ე საუკუნეშიც ამტკიცებს.
ამასობაში, როგორც იტყვიან, “კუმ ფეხი გამოყო, მეც ნახირ-ნახირო”. ჩვენი “კუ” დავით ზალკალიანია, საგარეო საქმეთა მინისტრი, რომელმაც სირიაში დაღუპული 33 თურქი ჯარისკაცი უკვე გამოიგლოვა და ახლა ერაყში მომხდარი ინციდენტის გამო შავებს ვერ გაიხდის.
საქართველო კატეგორიულად გმობს ერაყში მდებარე, ტაჯის სამხედრო ბაზაზე განხორციელებულ შეტევას , – ამის შესახებ საქართველოს მინისტრმა ზალკალიანმა Twitter-ის პირად გვერდზე დაწერა. “ტერორიზმი კატეგორიულად მიუღებელია და ის აუცილებლად დამარცხდება”, – წერს ზალკალიანი.