კორონავირუსის საფრთხის გამო, 14 მარტს საქართველოსა და რუსეთის რაგბის მატჩი გულშემატკივრების გარეშე გაიმართება.
გადაწყვეტილება რაგბის კავშირმა შესაბამის უწყებებთან კონსულტაციების შემდეგ მიიღო. ყველას, ვინც უკვე შეიძინა მატჩზე დასასწრები ბილეთები, თანხა დაუბრუნდებათ.