გრიშა ონიანი ბიძინა ივანიშვილს მიმართავს

საქართველოში იოსებ სტალინის ყველაზე უფრო ენერგიული მკვლევარი, გრიგოლ (გრიშა) ონიანი თავის სტატიაში “სტალინი და თანამედროვე ქართული სახელმწიფო” განიხილავს 1991 წლიდან დღემდე ჩვენი ქვეყნის ლიდერების პოლიტიკის არსს. გრიშა ონიანი სტატიაში ბიძინა ივანიშვილის შესახებ წერს:

“ბატონო ბიძინა! ვინ ამბობს, რომ თქვენ უკეთესი არ ხართ წასულ ხელისუფლებაზე? –  უკეთესი ხართ, გაცილებით უკეთესი, მაგრამ ის არ ხართ, ვინც უნდა იყოთ. თქვენ სახელმწიფოს ვერ აშენებთ, რადგან ეგ საქმე არ იცით, ამ საქმეზე არ გიმუშავიათ.

თქვენ, ბატონო ბიძინა, ახლობლები და კარგის მსურველები აიძულეთ, თქვენი მტრის გვერდით დამსხდარიყვნენ, თქვენს საწინააღმდეგოდ. არ გეგონოთ, ნიშნის მოგებით ვწერდე. მე თქვენს გვერდით ვიქნები და ვიბრძოლებ, სანამ უკანასკნელი ‘ნაციონალი’ იბოგინებს ქვეყანაში”.