პლასტიკური ქირურგი მედიცინის და ეკლესიის საქმეში ერთდროულად ერევა

ვინმე მათითიშვილი, რომელიც პლასტიკური ქირურგი და კოსმეტოლოგი ყოფილა, მაგრამ ტელევიზიაში ექიმის სტატუსით გამოსულა, მართლმადიდებლობის წინააღმდეგ ილაშქრებს და ზიარებას 21 საუკუნეში მოძველებულად მიიჩნევს:

”ჩემთვის, როგორც მოქალაქისთვის (ხაზგასმა ჩვენია – “ნიუსფრონტი”) სრულიად მოიუღებელია ასეთი საუბრები. ძალიან მიხარია რომ მრევლი მორწმუნეა, სწამს სასწაულების. მიხარია, მაგრამ მაოცებს ასეთი განცხადებები, რასაც ეკლესია აკეთებს. სასწაულების ყველას გვჯერა.

დღეს, 21-ე საუკუნეში, სასწაულების დრო დამთავრდა. დღეს ამ ერთმა, ან არშემდგარმა სასწაულმა შეიძლება დაღუპოს მთელი ქვეყანა. ერთმა ცერემონიამ, რისიც ბევრ ადამიანს სწამს და პატივს ვცემ, კიდევ ერთხელ ვადასტურებ რწმენესაც და ყველა ტრადიციულ წესებს.

ერთმა ასეთმა ცერემონიამ, შესაძლოა, უცებ 100 ადამიანი გახადოს ავად, ეს 100 ადამიანი 3 მლნ მოსახლეობისთვის არის ტოტალური. აქ საუბარი აღარ არის ტრადიციაზე, რელიგიის მოფერებაზე, ყველა ვეფერებით, ვიცავთ და პატივს ვსემთ. ასეთი განცხადებები რომ ზიარების წესს არ შევცვლით…”- დაბეჯითებით განაცხადა კოტე მათითაშვილი ინგა გრიგოლიას ღრმად ინტელექტუალურ გადაცემაში.

“ნიუსფრონტისგან”: მივეჩვიეთ, რომ ტელევიზიები კლინიკურ იდიოტებს უხვად უჩვენებენ და მოსახლეობასაც ამ იდიოტებით “ავირუსებენ”, შემდეგ ეს მოსახლეობა მიდის არჩევნებზე და ქვეყნის ბედს წყვეტს. თუმცა, ვიმედოვნებთ, არც ისე ცუდად არის საქმე და მკითხველი დაასკვნის ბ-ნი მათითაშვილის ყალბ პათოსს, არაკომპეტენტურობასა და ეკლესიის ისტორიის უვიცობას. მარტო ფრაზა – “რელიგიის მოფერება” რად ღირს… მაგრამ საქმეზე, კიდევ ერთხელ: “კორონავირუსი” თამაშად ჩანს იმასთან შედარებით, რა ეპიდემიები ვრცელდებოდა მსოფლიოში საუკუნეების მანძილზე, დღევანდელობის ჩათვლით. ღმერთი თავად მისცემს მორწმუნე ხალხს და ეკლესიას ნიშანს – თუკი ეპიდემია ისეთ ძალას იძენს, რომ ეკლესიაში წასვლა (არათუ ზიარება) საფრთხეს შეიცავს, მაშინ დროებით შეჩერდება ღვთისმსახურება და ზიარება. მაგრამ ზიარების წესის შეცვლა იგივეა, თავად ზიარებაზე ვთქვათ უარი. მეორეს მხრივ, ზიარება არ არის მედიცინა და ხორციელი წამალი, ვინც ავად არის ხორციელად, არა ამ ხორციელი სნეულების მოსარჩენად ეზიარება, არამედ სულის სამკურნალოდ, რადგან ზიარება სწორედ სულის ხსნის საშუალებაა პირველ რიგში. ეს ხსნა ხორციელზეც გადადის და არასოდეს ყოფილა შემთხვევა, რომ ზიარების შედეგად გავრცელებულიყოს ინფექცია.

აქვე შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის გაძლიერებისას იტალიაში, პირველ ყოვლისა, ეკლესიებში შეკრება და ღვთისმსახურება აკრძალეს, მაგრამ შედეგი საპირისპირო მიიღეს – ვირუსი უფრო დიდი ძალით აბობოქრდა და მთელ ქვეყანას მოედო.