დღეს ყველასთვის საყვარელი მსახიობის, ზურაბ ქაფიანიძის კინოდღიურებს გადაგიშლით – როგორი იყო იგი გადასაღებ მოედანზე, თუმცა ვიდრე კინოეპიზოდებზე გადავალ, ზურაბ ქაფიანიძე თავად გიამბობთ თავისი პირადი ცხოვრების რამდენიმე ეპიზოდს.
„…მე რომ მახსოვრობა გამიჩნდა, უკვე შეყვარებული ვიყავი. ჩემი სოფლელი ულამაზესი გოგონა, მერიკო ჩალაძე მიყვარდა. ეს სიყვარული ჭაბუკობამდე შემომყვა… ადათი და წესი არ მაძლევდა უფლებას, ბებიაჩემის გვარის ქალი მყვარებოდა. მთელი დღე ვთამაშობდი მასთან, რომ შემთხვევით მაინც შევხებოდი. ეგ იყო ჩემი პირველი შემოსვლა წუთისოფელში – სიყვარულით… საშუალო სკოლა ჩემი სოფლიდან, ნაკიეთიდან 4 კილომეტრში იყო, უწერაში. იქ ზღაპრული სილამაზის გარდა უმშვენიერესი გოგონებიც დამხვდნენ. მათ გამო ჩხუბი თუ მომსვლია? გოგო წყვეტდა ყველაფერს. გოგოს თუ არ უყვარდი, რამდენიც გინდა, გეჩხუბა… თუ უყვარდი და იმას ვინმე ეჭრიჭინებოდა, მერე რაზეა ლაპარაკი, ვჩხუბობდით და ეგრე?! უწერაში დიდებული მასწავლებლები დამხვდნენ. რომ შემატყვეს, არაფერი ვიცოდი, თავიდან დამაწყებინეს მთელი პროგრამის შესწავლა. მათემატიკაში სიმონ მეტრეველმა იმდენი მამეცადინა, რომ ვერავინ მჯობნიდა. ეს ცოდნა გამომადგა ქართულ ანბანზე მუშაობაშიც. უმაღლესი აქვთ დამთავრებული და ციფრს რომ შინაარსი აქვს, არავინ იცის. გითხრა ერთი შინაარსი? მზე არის დედაღვთაება, მეოთხე ადგილზეა დედამიწიდან, ანბანში ციფრი „ოთხი“ უწერია… ოთხი არის პირველი რიცხვი, რომელიც თავის თავში მრავლდება (2X2=4). თავის თავში ვინ მრავლდება? – დედა… ასეთი შინაარსი აქვს ყველა რიცხვს. ამას ანბანი ხსნის. ამაზე ფიქრი რომ დავიწყე, სიმონა მასწავლებლისა და ქართულის პედაგოგის ანიკო მასწავლებლის დამსახურება იყო. ანიკო მასწავლებელი საქართველოს შემეცნებას მასწავლიდა. ქართველს ხომ გიყვარს რაღაცნაირად შენი სამშობლო. ჯერ არ იცი, რამხელაა, მაგრამ გიყვარს. სამშობლოსავით მიყვარდა ის მასწავლებელი. ერთხელ თქვა, – ასონიშანს შინაარსი აქვსო და ხმამაღლა გავიცინე – ასო ასოა, რა შინაარსი უნდა ჰქონდეს-მეთქი. ამ დროს ზარი დაირეკა. ბავშვები გარეთ გაცვივდნენ, მე დავრჩი. ფიქრებში დავტრიალდი. მაშინ რომ ამეკვიატა ასონიშნების ინტერესი, მერე აღარ გამნელებია. 1961 წელს დაუსწრებლად (ეს მაშინ იყო, უკვე ქუთაისის თეატრში რომ გამაგზავნეს) ფილოლოგიის ფაკულტეტზეც კი შევედი მაგის ინტერესით… მსოფლიოს ასოთმცოდნეობას – პალეოგრაფიას მანამდეც ვსწავლობდი. რასაც მივაგენი, ეს ახალი და დაუჯერებელი იყო – შუმერული ანბანი და ქართული ერთი და იგივეა! ასეთი აღმოჩენის მერე პროფესიონალიც რომ იყო, დედას გიტირებენ, მე კი არ ვარ პროფესიონალი და…
***
„მიხა“ რომ გადავიღეთ, ყველას ძალიან მოეწონა რაჭველი ბიჭუნა და მოინდომეს ჩემიანების გაცნობა. მამა მაშინ კოლმეურნეობის თავმჯდომარე იყო. 25 წლისა ვიყავი. შევუთვალე მამას: დოდო აბაშიძე, კოტე დაუშვილი და შოთა მანაგაძე უნდა მოვიყვანო სტუმრად-მეთქი. რავარია, ამხელა ხალხი რომ წაგყვება სოფელში სტუმრად ბიჭუნას! დამხვდა მამა მაგარი პურმარილით. მე რომ აქ მიცნობდნენ – რა კარგი ბიჭი ხარო, დედაჩემი და მამაჩემი რომ გაიცნეს – ეს რა
კარგი ხალხი ყოფილა, შენ ვისა ჰგავხარ, ამათნაირი ვერ ხარო! ბებია-ბაბუამ გადაგვიპატიჟა. ისინი რომ გაიცნეს, მერე ჩემი მშობლებიც კი აღარ მოეჩვენათ ისე კარგები… შეუყვარდათ ჩემი სოფელი, თუ რაიმე ძალიან გაუხარდებოდათ ან ეწყინებოდათ, წავიდოდნენ და იქ იოხებდნენ გულს. მაშინ თბილისში ჩაწერა არ შეიძლებოდა. დოდო აბაშიძემ – მე ჩავწერ ჩემთანო. კოტე დაუშვილმა – უპატრონო არავის ეგონოო და მაღარიჩი იკისრა თავის მარანში, მილიციის უფროსიც დაპატიჟა…

… პირველად რომ სპარტაკ ბაღაშვილი დავინახე, მთელი საათი მივჩერებოდი. მერე ერთად მოგვიწია „ცისკრის ზარებში“ თამაში. ერთხელ მაგრად ვიხულიგნე ყაზბეგში – ეზოში ვიქეიფეთ, აგვყვნენ ყაზბეგელი ბიჭები და არ დავაძინეთ მთელი სასტუმრო. არავისთვის ქედი არ მომიხრია, მხოლოდ ბატონ სპარტაკს მოვუხადე ბოდიში. მითხრა: ბატონო ზურაბ, 16 ბოთლი ღვინო მაქვს თბილისიდან ამოტანილი და ერთად დავლიოთო! სპარტაკ ბაღაშვილი დღემდე ჩემი ოცნებაა. არსენას კადრები დღესაც გაკრული მაქვს კედელზე. ეგეთი ვაჟკაცები სად არიან!
…მიყვარდა იპოლიტე ხვიჩია. მე რომ ქუთაისში ჩავედი, იპოლიტე ახალი წამოსული იყო თბილისში და ხალხი აღარ დადიოდა თეატრში… თბილისში, კინოსტუდიის ეზოში შევხვდი. პირადად არ ვიცნობდი. კარს ავეკარი. გამოვიდა და მომიბრუნდა: შენზე კარგი ამბები მოდის ქუთაისიდან. ყოჩაღ, მაგრამ მარტო კინოს ნუ შერჩები. აუცილებლად თეატრში მოდიო. მერე გავშინაურდით, ერთად დავდიოდით, ვქეიფობდით… ერთ დღეს დავინახე კინოსტუდიაში, გავშალე ხელები და დავუძახე: შენ გენაცვალე, იპო! მოდი, ჩაგეხუტო-მეთქი. დააძრო ჩინური დანა – არ მომეკაროო და გამომეკიდა. რას დამეწეოდა. ორი წრე დავარტყი და: გაჩერდი, შე ვირო, დავიღალეო. რატომ მომდევ-მეთქი. თურმე წინადღეს მოვფერებივარ და ცოტა მეტი მომსვლია სიმთვრალეში, გვერდი სტკიოდა…
***
ნოდარი იყო რეჟისორი (ფილმი „ივანე კოტორაშვილის ამბავი“). მამამისი, ბატონი შოთა მანაგაძე მამასავით მხედავდა. ძალიან ღვთისნიერი კაცი იყო, ღვთისოს ვეძახდი. სხვა ფილმში როცა მიღებდნენ, რეჟისორს სთხოვდა, სინჯები მაჩვენეო, თვალყურს მადევნებდა, რომ არ წავმხდარიყავი, რამე არ შემშლოდა… საოცრად კარგი ჯგუფი შეკრიბა ნოდარმა, ფილმიც კარგი გამოვიდა. გახსოვთ, ალბათ, ფილმში ფერდობზე რომ ჩამოვრბივარ, ის ადგილი ჩემ გარდა ვერავინ ჩამოირბინა, არადა, ვინ აღარ ჰყავდათ მოწვეული ამ კადრის გადასაღებად: კალათბურთელები, მოჭიდავეები, ალპინისტებიც კი… მტკვარში ჩხუბის ეპიზოდი რომ გადავიღეთ, მთელი გადამღები ჯგუფი მიცდიდა, დროზე ამოდი წყლიდანო. ზაფხული იყო, მე გაოფლიანებული ვიყავი და თქვენ წადით, მე აგერ მტკვარს წამოვყვები, ისე ჩამოვალ-მეთქი, გავძახე. დავწექი წყალზე და ასე ცურვით წავედი. ეს რომ დაინახეს, გადაწყვიტეს ფინალიც ასე გადაეღოთ, არადა, ფინალის გადაღების დროს უკვე იანვარი იყო, ყინავდა. სამი კილომეტრი მივცურავდი გაყინულ წყალში, ნაპირზე მთლად გალურჯებული გამოვედი, მაგრამ ფიზიკურად ძლიერი ვიყავი და ვუძლებდა. ეჰ, კარგი იყო, ულამაზესი კინო გვქონდა.“
ქიტესა ხუმარა, მხიარული კაცია (ასეთია ბატონი ვახტანგი ცხოვრებაშიც. ალბათ, ამიტომაც არ გაუჭირდა ამ როლის თამაში). დევივით ივანეს, რომელიც ძალიან უყვარს, ათასგვარ ოინს უწყობს. მარტო ცოლის ძალით შერთვა რად ღირს?! სხვათა შორის, პირიქით მოხდა. არა, ვახტანგ ცხადაძისთვის ცოლი ძალდატანებით არავის შეურთავს, მაგრამ ზურაბ ქაფიანიძეს კი მოუწია მის ქორწილში ქეიფმა და თამადობამ… ბატონი ვახტანგი სიამოვნებით იხსენებს ფილმის გადაღების ცალკეულ ეპიზოდსა და საერთო სიტუაციას: „ზურას გულუბრყვილობის ამბავი ყველამ იცის, ჰოდა, გადავწყვიტეთ, მისი ეს ხასიათი
გადაღების დროს გამოგვეყენებინა. ნოდარს მოველაპარაკე, ასე და ასე მოვიქცევი, ვნახოთ, რას მოიმოქმედებს-მეთქი და დავიწყეთ გადაღება. ის სცენა ხომ გახსოვთ, ივანე ცოლთან „კურკურს“ რომ დაიწყებს, მე კი ამ დროს ვყვირი: „არიქა, ომი დაიწყო!“ – და ალერსს ვაწყვეტინებ. ივანე ცოლს თავს ანებებს, წყალში ჩაგდებულ ტყაპუჭს ხელს წამოავლებს და, როცა მიხვდება, რომ ვატყუებ, გამწარებული გამომეკიდება. სადაცაა უნდა დამეწიოს და ამ დროს წავიქცევი, ვითომ ფეხი ვიტკინე. ზურა სერიოზულად შეშფოთდა, ფეხი ძალიან ხომ არ გეტკინაო? და, როცა მოსახმარებლად დაიხრება, უცებ წამოვხტები და გავრბივარ (თ.ოთიაშვილი). ეს სცენა ჩემი მოგონილია, მარტო ნოდარმა და ოპერატორმა იცოდნენ, რა უნდა გამეკეთებინა. ზურა კი ისეთი გამწარებული გამომეკიდა, მერე მეუბნებოდა, რომ დამეჭირე, არ ვიცი, რას გიზამდიო. ერთხელ ძაღლი დაამარცხა, მე რას მიზამდა?! (იცინის) ასეთი გულუბრყვილო ხომ იყო ზურა, მაგრამ ძალიან მამაცი. მახსოვს, ნატო გურგენიძე გადაღებაზე ბებიასთან ერთად იყო წამოსული (პატარა გოგოს მარტო არ უშვებდნენ). იმ სახლის პატრონს, სადაც ვსადილობდით ხოლმე, დიდი ნაგაზი ჰყავდა, ასეთი ავი არაფერი მინახავს. ჯაჭვით იყო დაბმული. ერთ დღეს, გადაღების შემდეგ, მოვდივართ, რომ ვისადილოთ. ნატო წინ მიდიოდა. შევედით თუ არა ეზოში, გამოვარდა ეს ძაღლი და ალბათ, შეჭამდა, ზურას რომ არ ემარჯვა. იქვე ნამგალი ეგდო, დაავლო ხელი და ისეთი ბრძოლა გამართა ამ (kartuliazri reportiori.ge) ძაღლთან, ეს რომ ნოდარს გადაეღო, ფილმის საუკეთესო ეპიზოდი იქნებოდა.“

ამირან ბუაძე: „…გია მატარაძის რაჭველებზე გადაღებულ ფილმში – „ყველაზე სწრაფები მსოფლიოში“ იმერელი ზაზა ქაშიბაძის გმირი რაჭველი გახლდათ, მე – რაჭველმა იმერელი სირბილაძე განვასახიერე. 1984 წელი იყო და ამ ფილმს რაჭაში, ონში ვიღებდით. ზურა ქაფიანიძე ონიდან იყო, ჩემი სოფელი კი ამბროლაურის რაიონშია. გადამღებ ჯგუფში სულ მოქეიფე ხალხი შევიკრიბეთ – ზურა ქაფიანიძე, გივი ბერიკაშვილი, რამაზ გიორგობიანი და ბესო ხიდეშელი. მოკლედ, იქაურებს დიდ გადაპატიჟებებში ვყავდით. იქ ცხოვრობდა ზურას თანაკლასელი, განთქმული მონადირე ბუხა ჯაფარიძე. ერთხელაც, მახსოვს, ონის რესტორანში გვაქეიფა. რაჭულ ალექსანდროულს ვსვამდით. თამადა, რა თქმა უნდა, ქაფიანიძე იყო. ეშხში რომ შევედით, სიმღერაც შემოვძახეთ. მახსოვს, დავიწყეთ რეზო ლაღიძის „გულს რად მიკლავ“ და უცებ სადღეგრძელოს თქმა მომინდა. ზურასგან ნებართვა ავიღე, რეზო ლაღიძის თამადობით ქართული სიმღერა ვადღეგრძელე და ღვინით სავსე ბოთლი მოვიყუდე. ალავერდს „ბერიკასთან“ გადავედი – იმან იოლად შესვა. რამაზს ცოტათი გაუჭირდა, ზურა კი გამიბრაზდა: შე შობელძაღლო, რაღა ჩემთვის მოიცალე, ახლა მოგინდა ბოთლებით სმაო? – თურმე, დიდი სასმისით დალევა უძნელდებოდა. მაინც დალია და… გაითიშა. ახლა გია მატარაძე გადაგვერია – სამი დღე ეძინა ქაფიანიძეს თავის სოფელ ნაკიეთში და სამი დღით ჩაიშალა გადაღება (იცინის)… გადაღებაზე გივი ბერიკაშვილს თავისი ვაჟი – ზურიკო ახლდა. მარჯანიშვილის თეატრს იმხანად ქუთაისში ჰქონდა გასტროლი, ოღონდ მე არ ვთამაშობდი იმ სპექტაკლებში, გივი – კი, ამიტომ ქუთაისში რომ მიდიოდა ხოლმე, გამხდარ, გაჩხიკინებულ ზურიკოს ჩვენ გვიტოვებდა, თან გვთხოვდა: ბოვში არ გამიფუჭოთ, არ დაალევინოთო. ისე გამოსდიოდა, მგელს რომ ბატკანს მიაბარებენ (იცინის). ჩვენ კი დავუძახებდით, – აბა, ზურიკო, წამოდიო, – და ორ დღეში საწყალმა ზურიკომ 5 კილოგრამი დაიკლო. დაბრუნებულ გივის მოვატყუეთ, ვითომ ბიჭი საჭმელს არ ჭამდა და იმიტომ გახდა. მერე კი შეიტყო სიმართლე და კინაღამ დაგვხოცა…“
“თბილისელები”