ახალ მოდას – “თვითიზოლაციას” სომხეთის პრეზიდენტიც აჰყვა

იმის გამო, რომ სომხეთის პრეზიდენტი მეუღლითურთ 7 მარტს შეხვდა ბრაზილიის პრეზიდენტს ბოლსონაროს, ასევე მეუღლითურთ, ე. წ. თვითიზოლაციაში იმყოფება, სევანის ტბაზე.

ფაშინიანი შიშობს, რომ ბრაზილიის პრეზიდენტის ცოლთან თავისი ცოლის “გადახვევის” გამო, შესაძლოა, მათ კორონავირუსი გადმოედოთ. “მე და ანა აღელვებულები ვართ” – ამბობს იგი ვიდეომიმართვაში.

შეგახსენებთ, რომ გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს ბრაზილიის პრეზიდენტს კორონავირუსი-19 შეეყარა. თავად პრეზიდენტმა ეს ინფორმაცია უარჰყო.

გუშინ აშშ პრეზიდენტ ტრამპსაც ჰკითხეს, როგორ გრძნობს თავს ბოლსონაროსთან შეხვედრის შემდეგ, რადგან შეხვედრისას ბოლსონაროს სავარაუდო ინფიცირების ფაქტი ცნობილი არ იყო. ტრამპმა ჟურნალისტებს უპასუხა, რომ თავს კარგად გრძნობს და ბრაზილიის პრეზიდენტთან “დიდებული შეხვედრა” ჰქონდა.