აფხაზებს საქართველოდან შეტანილი კორონავირუსი არ უნდათ – ენგურის ხიდი იკეტება

აფხაზეთის პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებლის ვალერი ბგანბას განკარგულებით, დღეს საღამოს 20:00 საათიდან ენგურის ხიდი ჩაიკეტება და გადაადგილებას მხოლოდ ენგურჰესის თანამშრომლები შეძლებენ.

ეს ნაბიჯი აფხაზეთის ფაქტობრივმა ხელისუფლებამ კორონავირუსის გავცრელების საფრთხით ახსნა.

ამ დროისთვის, მოძრაობა აფხაზეთსა და დანარჩენ საქართველოს შორის ნაწილობრივაა შეზღუდული – გალიდან ზუგდიდში და პირიქით გადაადგილება სამედიცინო ცნობის მქონე პირებსა და ენგურჰესის თანამშრომლებს შეუძლიათ.

საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი უკვე 30-ს შეადგენს. ქვეყნის მასშტაბით კარანტინში სულ 418 ადამიანი იმყოფება. სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 54 ადამიანი რჩება.