თუკი ასეთი ქართველები მართლა არსებობენ რუსეთში, როგორც ლიბერასტ-რუპორი, სოროსის მორიგი გრანტიჭამია “აქცენტ ნიუსი” ამტკიცებს, მაშინ არიან ეს ქართველები რუსეთიდან გამოყრის ღირსნი თუ არა? შეგვიძლია, საკუთარ თავთან მაინც ვიყოთ გულახდილები?!
აი რა [დეზ-]ინფორმაციას ავრცელებს სოროსის კანტორა:
“მოსკოვსა და სხვა რუსულ ქალაქებში მცხოვრები ქართველები საქართველოს მთავრობას რუსეთთან საზღვრის ჩაკეტვას სთხოვენ.
სოციალური ქსელის სხვადასხვა ჯგუფებში მომხმარებლები იმაზე მიუთითებენ, რომ რუსი ტურისტები ქვეყანაში თავისუფლად შემოდიან და დედაქალაქიდან შავი ზღვის კურორტების მიმართულებით გადაადგილდებიან.
რუსეთში მცხოვრები ქართველები ნათესავებს ამ ქვეყნის ქალაქებში არსებულ კატასტროფულ მდგომარეობაზე უყვებიან.
ერთ-ერთი მათგანი “აქცენტს” დაუკავშირდა და განაცხადა, რომ მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში ახალი ტიპის კორონავირუსით სიკვდილიანობა იმატებს, გარდაცვალების მიზეზად კი ყველა შემთხვევაში უბრალოდ “ფილტვების ანთება” იწერება.
“რუსეთში ახალი ტიპის კორონავირუსის ეპიდემია მძვინვარებს, რასაც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ეს წევრი ქვეყანა უბრალოდ მალავს. ამ ფონზე სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე ყოველდღიურად მხვდებიან რუსი ტურისტების ჯგუფები, რომლებიც მშვიდად მიემგზავრებიან ბათუმში. საქართველოს მთავრობას ვთხოვთ, სხვა რიგი ქვეყნების მსგავსად, საზღვარი დროებით რუსეთთანაც ჩაკეტოს” – განაცხადა რუსეთში მცხოვრებმა ქართველმა”.
გამოდის, რომ რუსეთი ან მტრებს იფარავს ასეთი “ქართველების” სახით, რომლებიც სასწრაფოდ, კინწის კვრით უნდა გამოყაროს სამიშეთში ან ეს “აქცენტნიუსი” არის აქედან სასოროსეთში გასაპანღურებელი!