დაკარგული დავით მაღრაძე გამოჩნდა და გამოაცხადა, პოლიტიკამ სახე დაგვაკარგინაო

“არავის არაფერს მოვუწოდებ, უბრალოდ, ჩემს ემოციებს ვამბობ, პოლიტიკამ, რაც სახე დაგვაკარგინა, იქნებ განსაცდელმა დაგვიბრუნოს”, – ამის შესახებ პოეტმა დავით მაღრაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

უფრო საინტერესო იქნებოდა, ბატონ დავითს ეთქვა, თავად სად დაიკარგა, ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში გამართული ყრილობის შემდეგ, როდესაც რაღაც საზოგადოებრივი მოძრაობა უნდა დაწყებულიყო. ბატონმა ბიძინამ არ აანთო მწვანე შუქი თუ რომელ ადამიანური სახის დაკარგვაზე საუბრობს მგოსანი?