“ლოცვის დღე” ამერიკაში – ტრამპი კონსერვატული ამერიკის მობილიზაციას ახდენს

ტრამპი აძლიერებს წინასაარჩევნო კამპანიას. კორონავირუსის გავრცელებით გამოწვეული სიტუაციის გამო ამან 15 მარტი ლოცვის ეროვნულ დღედ გამოაცხადა.

“ჩემთვის დიდი პატივია, კვირა დღე, 15 მარტი ლოცვის ეროვნულ დღედ გამოვაცხადო. ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელიც ჩვენი ისტორიის განმავლობაში ასეთ რთულ ჟამს უფალს მიმართავდა დაცვისა და გაძლიერების მოსაპოვებლად. სადაც არ უნდა იყოთ, მოგიწოდებთ ილოცოთ. ერთად ჩვენ იოლად გადავლახავთ ყველაფერს”, – დაწერა დონალდ ტრამპმა Twitter-ზე.

კორონავირუსის გავრცელების გამო აშშ-ის პრეზიდენტმა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა 13 მარტს გამოაცხადა.