ყვავს ჯერ კაკალი გააგდებინე, მადლობა მერე უთხარიო – ანდაზა გახარიასთვის

პრემიერი გახარია ფონდ “ქართუს” ოპერატიულად უხდის მადლობას, ფონდის მიერ გამოცხადებული “მზადყოფნისათვის”, დააფინანსოს ყველა აქტივობა, რაც კორონავირუსთან ბრძოლას უკავშირდება.

მინდა, განსაკუთრებული ხაზგასმით მადლობა გადავუხადო ფონდ „ქართუს“, რომელმაც ინიციატივა გამოხატა. ჩვენ ახლა უნდა ვიყოთ ყველანი ერთად და ფონდი „ქართუს“ მიერ გამოხატული ინიციატივა არის საუკეთესო დადასტურება და მაგალითი იმისა, რომ მსგავსი გამოწვევების პირობებში როგორ შევინარჩუნოთ ერთიანობა და როგორ უნდა ვეცადოთ, ერთობლივად ვუპასუხოთ მსგავს გლობალურ გამოწვევებს“, – ამის შესახებსაქართველოს პრემიერ-მინისტრმა გუშინდელ ბრიფინგზე განაცხადა.

პრემიერმინისტრს, რომელიც “ქართუს” პიარით არის დაკავებული, არ დაუკუნკრეტებია, სახელმწიფო და “ქართუ” რას შვრებიან საიმისოდ, რომ ქართველი ხალხი არ გადაშენდეს იტალიაში, საბერძნეთში, რუსეთში და სხვა ქვეყნებში, რადგან საქართველოში სამუშაო ადგილები არ არსებობს და თუ არსებობს, სახელმწიფო სექტორის და ფონდ “ქართუს” გარდა, თითქმის ყველგან მიზერული ხელფასებია.