აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ბრაზილიის პრეზიდენტ ბოლსონაროსთან შეხვედრის შემდეგ თავს უსაფრთხოდ გრძნობს, ამის შესახებ მან ახლახანს გააკეთა განცხადება ჟურნალისტებთან, თეთრი სახლის ეზოში.
როგორც ცნობილია, ბრაზილიის პრეზიდენტს ტრამპთან შეხვედრიდან რამდენიმე დღეში კორონავირუსი-19 დაუდასტურდა.
ჟურნალისტის შეკითხვაზე, როგორ აფასებს ჩინეთის მიღწევებს კორონავირუსთან ბრძოლაში, ტრამპმა დადებითად შეაფასა ჩინელების მიერ გაწეული შრომა და აღნიშნა, რომ ამერიკა ჩინეთთან ამ საკითხში აქტიურად თანამშრომლობს.
თუმცა პრეზიდენტმა ტრამპმა შეერთებულ შტატებში საგანგებო ვითარება გამოაცხადა. მისი განკარგულებით, კორონავირუსთან ბრძოლისთვის საგანაგებო სიტუაციების ფონდიდან 50 მილიარდი დოლარი გამოიყოფა.
ეს თანხა ცალკეული შტატებისა და ჯანდაცვის სფეროს წარმორმადგენელთა დასახმარებლად დაიხარჯება. ტრამპის განკარგულება, ასევე, იძლევა საშუალებას, რომ აშშ-ში ახალი საავადმყოფოები აშენდეს და დაფინანსდეს სამედიცინო კვლევები, რომელიც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინასა ან წამლის შექმნაზე იქნება ორიენტირებული.
ყოველივე ეს საარჩევნო წელიწადში ტრამპის უპირატესობას კონკურენტებზე კიდევ უფრო ზრდის და, სავარაუდოდ, იგი მიუღწეველი იქნება მათთვის.
აშშ-ში ამჟამად ინფიცირებულთა რაოდენობა 1701-ია. დაიღუპა 40 ადამიანი.