საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ოფიციალურად იუწყება:
საქართველოს და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობებმა მიიღეს ერთობლივი გადაწყვეტილება დროებით შეჩერედეს მგზავრთა გადაადგილება სარფის საკონტროლო-გამშვები პუნქტის გავლით. ეს გადაწყვეტილება წარმოადგენს COVID-19-ის პანდემიის გავრცელების წინააღმდეგ მიმართულ კოორდინირებულ პრევენციულ ქმედებას.
შეზღუდვები არ შეეხება ტვირთბრუნვას.
სხვა ორი საკონტროლო-გამშვები პუნქტი (ვალე და კარწახი) გააგრძელებენ ფუნქციონირებას ჩვეულ რეჟიმში.
ზემოხსენებული შეზღუდვა ამოქმედდება 2020 წლის 15 მარტის თბილისის დროით 18:00 საათიდან.
კეთილი და პატიოსანი, მაგრამ რატომ შეზღუდვა რატომ შეეხება მხოლოდ სარფს?